აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ტრანსპორტი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა აგვისტოს ინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე (6,1 პროცენტი) და ხილისა და ყურძნის
ქვეჯგუფზე (3,2 პროცენტი); ამასთან ფასები გაიზარდა რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე (4,0 პროცენტი).
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა საწვავ-საპოხ მასალებზე (2,7 პროცენტი).