"ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს პასუხისმგებლიანი მთავრობის მოსვლას საქართველოს ხელისუფლებაში" -განაცხადა გიორგი თარგამაძემ დღეს წყალტუბოს კულტურის სახლში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე
თარგამაძემ მხარდამჭერებს იმერეთის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და მათ „ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის" გააცნო. მოძრაობის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას დარბაზში შეკრებილებს ქრისტიან-დემორკატების ხედვები სხვდასხვა პრიორიტეტულ საკითხზებზე გააცნო და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
გიორგი თარგამაძის განცხადებით ქრისტიანულ-დემოკრატიული არჩევანი ყველა თაობის წარმომადგენლის არჩევანია.
„ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის არ არის მხოლოდ სლოგანი და დევიზი დღეს ამ გადაჭედილ დარბაზს ვინც შეავლებდა თვალს დარწმუნდებოდა რომ ქრისტიან დემორკატიული არჩვანი მართლაც ყველა თაობის წარმოამდგენლის არჩევანია, არჩევანი იმ ადამიანებისა, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს თავისუფლებას და ერთიანობას."განაცხადა გიორგი თარგამაძემ დ დასძინა რომ ქრისტიან-დემორკატებს საკუთარი ამბიციები პასუხისმგებლობაზე მაღლა არასოდეს დაუყენებიათ"ამიტომ ჩვენი მოსვლა ხელისუფლებში ნიშნავს პასუხისმგებლობით გამსჭვალული მთავრობის მოსვლას საქართველოს ხელისუფლებაში" განაცხადა თარგამაძემ