„ქართულიოცნების" ნაძალადევის რ აიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, წულუკიანი თემქის 11 მიკრორაიონის III მ.რ 57 კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებას,ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას და უმუშევრობის დაძლევას ითვალისწინებს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, თემქელებმა მაჟორიტარობის კანდიდატს პრობლემები გააცნეს. თეა წულუკიანმა კი მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და თავის მხრივ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ეფექტურად მუშაობას დაჰპირდა.
მასალის გამოყენების პირობები