„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა წყალტუბოს კულტურის სახლში 2000-ზე მეტ მხარდამჭერს იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს
გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატად წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატბეის თავმჯდომარე პავლე კიკალიშვილი დაასახელეს, ჭიათურაში საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ლელა ცერცვაძე, ტყიბულში სპორცმენი რამაზ სანიკიძე, თერჯოლაში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე, ზესტაფონში საკრებულოს წევრი მალხაზ ჯანჯღავა, ხარაგაულში, საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე გიორგი თაბუკაშვილი,სამტრედიაში ასევე ფრაქციის თავმჯდომარე მიხეილ ლეჟავა,ხონში კი საკრებულოს წევრი გია ხალიჩავა.
მაჟორიტარი კანდიატების წარდგენის შემდგომ გიორგი ახვლედიანმა იმერლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით თითოეული ამომრჩეველი დაწრმუნებული უნდა იყოს იმაში რომ არჩევის შემთხვევაშ ქრისტიან-დემოკრატები მათი დასაყრდენი და ხალხის ინტერესების გამტარებლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში
„დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ კანდიდატები რომლებიც მაჟორიტარული მანდატების მოსაპოვებლად იბრძოლებენ იმერეთში, ესენი არიან ადამიანები რომელთაც აქვთ უდიდესი გამოცდილება პოლიტიკაში, რომლებიც არიან თავდადებულნი და მებრძოლნი საკუთარ რაიონებში პრობლემების მოგვარების კუთხით, მე დარმწუნებული ვარ რომ იმერეთში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ქრისტიან -დემოკრატების განსაკუთრებული მხარდაჭერით, ჩვენი მოძრაობა 1 ოქტომბერს დადებს საკმაოდ მაღალ შედეგს" განაცხადა გიორგი ახვლედიანმა