მდინარე აჭარისწყალში მცირეწლოვანი დაიხრჩო. როგორც სოფელ აჭარისწყალში აცხადებენ, 5 წლის თ.კ. მდინარეზე ბავშვების ბანაობას ადევნებდა თვალს , როცა მოულოდნელად ქვაზე ფეხი დაუსხლტა და წყალში ჩავარდა.
აჭარის გადაუდებელ და საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ნახევარსაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა ინფორმაცია და ჯგუფი 3-4 წუთში ადგილზე იყო. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ 5 წლის ბავშვი, სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი", - აღნიშნა მაშველმა დავით ქადიაშვილმა.