"ქართული ოცნება" 3-4 სექტემბერს ,,ქართული ოცნების" შემომწირველთა 9 პირის ქონებაზე დაგეგმილი აუქციონის შეჩერებას მოითხოვს,_აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაჯარიმებული ცხრა ადამიანი ქუჩაში დასარჩენად არიან განწირული. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
,,ეს არის ხალხი, რომელთაც ჰქონდათ ძალიან მაღალი ხელფასი და თავისუფლად შეეძლოთ იმ შემოწირულობის განხორციელება, რომლის უკანონობაშიც სდებენ ბრალს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამასახურის მიერ დაკისრებული ჯარიმის არგადახდის შემდეგ დაჯარიმებული პირების ქონება აუქციონზეა გატანილი. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ამ ფორმით ხელისუფლება ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების დასჯას ახორციელებს.
,,ხელისუფლებამ აუქციონზე გაიტანა მათი მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, რითაც კანონის მოთხოვნებიც დაარღვია და აჩვენა, რომ მიზანი არა ჯარიმის თანხის ამოღება არამედ ,,ქართული ოცნების" შემომწირველთა დასჯა იყო ", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ აუქციონზე გატანილი ქონების ღირებულება დაკისრებულ ჯარიმას ბევრად აღემატება.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური ნიშნით დევნის თვალსაჩინო მაგალითია.
,,მიგვაჩნია, რომ ზემოთქმული საქმეები პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს. შესაბამისად უნდა შეჩერდეს ამ საქმეების აღსრულება, ვინაიდან მოქალაქეთა დაჯარიმება კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა", _ განაცხადა ფანჯიკძემ.