ჭიათურაში არქეოლოგებმა მღვიმე-უნდოს კლდეში ვულკანური ფერფლი აღმოაჩინეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს 35,000 წლის წინ რეგიონში ყველაზე ძლიერი ვულკანურ ამოფრქვევის შედეგია.
მათივე თქმით, სწორედ ამ ფაქტმა მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა კავკასიის კლიმატურ ცვლილბებზეც. ასევე არქეოლოგები საქართველოში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მიწისძვრასაც იკვლევენ, რომელიც, სავარაუდოდ, 80 ათასი წლის წინ მოხდა.
არქეოლოგებმა უნდო-მღვიმეში ამ პერიოდის დათვების ნაშთებიც აღმოაჩინეს.
სოფელ ვაჭევში არსებული უნდო მღვიმე მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. აქ გამოვლინდა კავკასიის რეგიონში არსებული პირველი კედლის მხატვრობა და უძველესი ადამიანების ნაშთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 300 ათასი წლის წინ ბინადრობდნენ.