ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ დაიძაბება, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში გამნართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ჩრდილო ჩრდილოკავკასიელ ხალხთან მიმართებაში გახსნილი პოლიტიკა აქვს და მაქსიმალურად ცდილობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას.
"არა მგონია, რომ აქ რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ დაძაბულობას უნდა ველოდებოდთ. პირიქით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობასთან მიმართებაში", - განაცხადა კალანდაძემ.