"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კრწანისის იმ მცხოვრებლებს შეხვდა რომელთაც თავად გამოთქვეს ზაზა გაბუნიასთან შეხვედრის სურვილი და იმ ტელეფონის ნომრით დაეკონტაკტნენ კანდიდატს, რომელიც გაბუნიამ მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის გამოაცხადა.
"დღეს ვხვდები იმ კრწანისელებს, რომლებმაც ჩემს მიერ გამოცხადებულ ტელეფონის ნომერზე დარეკეს და გამოთქვეს ჩემთან შეხვედრის სურვილი. მე მათ ჩემი პროგრამა გავაცანი და ვუთხარი რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში ეყოლებათ ენერგიული და ყურადღებიანი დეპუტატი, ექნებათ დაბალი ტარიფების კომუნალურ გადასახადებზე, ჯანდცვა მათთვის იქნება ხელმისაწვდომი და აღარ იცხოვრებენ ავარიულ სახლებში", განაცხადა გაბუნიამ.