6 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ამერიკელ სენატორთა ჯგუფი საქართველოს ეწვევიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის
მისი თქმით, პოლიტიკოსები ამბასადორიალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 5-7 სეტქმბერს გაიმართება.
"სტუმრად გვეყოლება შვედეთის, პოლონეთის მინისტრი, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც შეხვედრის ფარგლებში მიმართავენ მისიის ხელმძღვანელებს. ასევე სპეციალურის სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართავს ელჩებს ნატოს გენერალურ მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, გარდა ამ შეხვედრისა გაიმართება ორმხრივი შხვედრები. "თითოეულ მინისტრის აქვს სპეციალური პროგრამა", -აღნიშნა კალანდაძემ.
ცნობისთვის, ანდრეს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში მესამედ ჩამოდის.