Christie's-ს აუქციონზე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეჩერის 7 პიჯაკი გამოიტანეს. აუქციონი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის გამეფებიდან 60 წლისთავსა და ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება.
აუქციონი 3 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული. პიჯაკები, რომელიც გასაყიდაა გამოტანილი "რკინის ლედის" 1970-იან წლებში ეცვა. ღია აუქციონზე ტეჩერის ნივთები პირველად იყიდება, თუმცა ადრე დახურულ აუქცუნზე საკმაოდ ძვირად "რკინის ლედის" ჩანტა გაიყიდა.