თბილისში, კოსტავას გამზირისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი 252-მეტრიანი ესტაკადა გაიხსნა. ესტაკატა არსებული საცობების განტვირთვის მიზნით გაკეთდა.
ფილარმონიიდან თამარ მეფის მიმართულებით, ასევე საბურთალოსა და მდინარე ვერეს მიმართულებით, ავტომობილები აღნიშნული ესტაკადის გავლით შეძლებენ გადაადგილებას.
ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის ინფორმაციით, მძღოლებს საბურთალოსა და თამარაშვილის ქუჩებზე მოსახვედრად საცობში დგომა არ დასჭირდებათ, რადგან ახალი რკინა-ბეტონით ნაგები ესტაკადა მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს.