"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია ლოტკინის დასახლებაში ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
სამუშია მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ "ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრისას საუბარი შეეხო უგზობისა და უწყლობის პრობლემებს. მოსახლეობის ერთერთ მთავარ მოთხოვნას დასახლების გაზიფიცირება წარმოადგენს
ჯაბა სამუშია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ისინი ვირტუალური სამყაროდან გამოვიდნენ, ვარდისფერი სათვალეები მოიხსნან და ხალხზე რეალურად იზრუნონ.
"ზღვის უბანში 400-მდე ოჯახი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, ამ დასახლებამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ არსებობს, სახლები გადახურვას საჭიროებს, მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას რომ მოხდეს აღნიშნული დასახლების გაზიფიცირება მაგრამ ხელისუფლებას ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას რომ გამოვიდნენ ვირტუალური სამყაროდან და რეალურად იზრუნონონ ხალხზე- განაცხადა სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები