საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ ინფორმირებული იყო. ამის შსახენ ნათქვმია ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”ევროკაშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სპეცოპერაციის შსახებ საქართველოს ელისუფლების მიერ ინფორმირებული იყო”, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მჭიდროდ თანამშრომლობს და ყურადღები დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სპეცოპერაციისას დაღუპული ქართველი სამართალდამცავების გამო მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"მისიის სახელით, ყველა თანამშრომელი, ისევე როგორც პირადად ჩემი სახელით, ვუცხადებ გულწრფელ სამძიმრის დაღუპულთა ოჯახებს”, - აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანჟეი ტიშკევიჩი.
მასალის გამოყენების პირობები