შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანისვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
"ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 (ოცი) შეიარაღებული პირისგან შედგება. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს.