ქდმ-ს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე წარმოადგენს. ღონისძიებას 50 შტატიდან 18 ათასი დელეგატი და ასობით უცხოელი პოლიტიკური ლიდერი ესწრება. ყრილობა ოფიციალურად აირჩევს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის, რომლიც ნოემბრის არჩევნებში ბარაკ ობამას დაუპირისპირდება.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან ასევე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გიორგი რუხაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებლეთა შეხვედრაშიც.
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის დედაქალაქიდან ჩავიდა სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატი ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა, მანამდე კი ჰოლანდიის ქალაქ ამერსფურტში ევროპელი ქრისტიან დემოკრატების მმართველი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა.