ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია, - ამის შესახებ თელავის პოლიციის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა .
"შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში. დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 (ოცი) შეიარაღებული პირისგან შედგება. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. , - განაცხადა ხიზანიშვილმა.
ბრიფინგზე ხიზანიშვილს ოპერაციის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
მისი თქმით, სავარაუდოდ, შეიარაღებული ჯგუფიდან რამდენიმე დაჭრილი ტყეშია და ამჟამად მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.
შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.