შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ლოპოტას ხეობა დატოვა. მინისტრი კრიზისის მართვის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად გუშინ შევიდა.
უახლოეს ხანში შს სამინისტრო ლოპოტას ხეობაში არსებული ვითარების შესახებ განცხადება გააკეებს.
ლოპოტას ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის 15-მდე თანამშრომელი და 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მდინარე ლოპოტას ხიდზე ის ადამიანები შეცვალეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ.
ამ დროისთვის კი, სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა, თელავის რაიონის ამ სოფლის ყველა შესასვლელს კრიმინალური პოლიცია აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები