საქართველოში აივინფექციით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმების მტკიცებით, 50 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვირუსზე თანდართულმა დაავადებამ გაართულა.
2012 წლის მდგომარეობით შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრში დაავადების 2350 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 375 ახლად გამოვლენილია. აგვისტოში ფატალური შემთხვევის 1 ფაქტი დაფიქსირდა.