ჯანდაცვის მინისტრი დილიდან დევნის ოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცველების ჯანმრთელობით ინტერესდება, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისინი დილიდან პირადად მოინახულა.
მინისტრი ამბობს იმ დაჭრილის გარდა ახალი პაციენტი დევნის ოპერაციიდან არ შემოსულა.
"წუხელ და დღეს დილიდან ჩვენ ახალი პაციენტი არ დაგვმატებია. ჩვენი მებრძოლები, დაჭრილი ან, ღმერთმა დაგვიფაროს და, დაღუპული არ არის. გვყავს 5 დაჭრილი, რომელიც გუშინ შემოვიდნენ და რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.