ევროპის ბირჟებზე ხორბლის ფასი იმავე მიზეზებით გაიზარდა, რა მიზეზითაც ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი გაძვირდა. საქმე ეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წელს რუსეთში ხორბლის ნაკლები მოსავალია, რაც ქვეყანას აუიძულებს გაცილებით ნაკლები ექსპორტი განახორციელოს ვიდრე გასულ წელს.
ხორბალზე ნოემბრის კვოტირება პარიზის ბირჟაზე 4,25 ევროთი გაძვირდა და ტონაზე 265 ევრო, ანუ 332 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ლონდონის ბირჟას, იქ ნოემბრის კვოტირება 1,50 ფუნტით გაძვირდა და ტონაზე 204,75 ფუნტი, ანუ 324,20 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წელს რუსეთი 4,3 მლნ ტონით ნაკლები ხორბლის ექსპორტს გეგმავს, ვიდრე ქვეყანამ 2010/11 სეზონზე განახორციელა.