ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ.
საქართველოს ელჩმა ნატო-ში გეგა მგალობლიშვილმა ნაწოს წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან 20-მდე შეიარაღებული დივერსანტის შემოსვლისა და დევნის ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.
კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოებასა საკითხებს. კომისიაზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზეც შეაჩერეს ყურადღება.