დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "საუკუნის ძარცვაში" ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.
თურქეთის ქალაქ ორდუში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსა და ძვირფასი ნივთების ქურდობაში საქართველოს ექვსი მოქალაქეა ეჭვმიტანილი, ხოლო სამი დაკავებული.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის, ვახტანგ ფურცელაძის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტით, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთების ძარცვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე მუხლით აქვთ წაყენებული ბრალი მის თანამზრახველებსაც - მერაბ ლაშქარეიშვილსა და ვახტანგ ირემაძეს.