ლოს- ანჟელესში 100 წლის მამაკაცი საკუთარი ავტომობილით 11 ადამიანს დაეჯახა.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, პრესტონ კარტერმა ერთ-ერთი სკოლის ტროტუართან ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულებს დაეჯახა.
დაზარალებულთა შორის ცხრა ბავშვია.
"მანქანის მართვაზე კონტროლი დავკარგე. ვფიქრობ მუხრუჭებმა მიღალატა. ძალიან ვწუხვარ", - განაცხადა 100 წლის კარტერმა.
პოლიციამ კარტერი დასაკითხად უახლოეს განყოფილებაში გადაიყვანა.