საქართველოში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ერთ-ერთი რუსი ბლოგერი თავის ბლოგზე წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესულ ბოევიკების ჯგუფს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.
"საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილ ბოევიკების ჯგუფს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. მათი მთავრი მიზანი იყო რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება საქართველოს მხრიდან და ტერორისტული აქტების მოწყობა. ისინი უკან უნდა დაბრუნებულიყვენ ისე, რომ მათი გადაადგილება დაეფიქსირებინათ ევროპელ დამკვირებლებს. ასევე ამ პროვოკაციის განსახორციელებლად მათ სჭირდებოდათ მძევლები ადგილობრივებიდან, სასურველი იყო ახალგაზრდა მამაკაცები (რაც მოხდა კიდეც), რომლებიც შემდგომ წარმოდგენილნი იქნებოდნენ (რა თქმა უნდა ცხედრების სახით) რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებში საქართველოს მონაწილეობის დასადასტურებლად.
ამის შედეგ კი, 31 აგვისტოს რუსეთი გააკეთებდა განცხადებას, რომ "... ხუთშაბათს 31 აგვისტოს დაახლებით 20 საათზე მახაჩყალის რადიოსადგურის შენობა ქართველებმა ჩაიგდეს ხელში", - წერს ბლოგერი.