ლოპოტას ხეობაში 6 შეიარაღებული დივერსანტის გაუვნებელყოფის მიზნით დევნის ოპერაცია გრძელდება. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა.
სოფელ ლაფანყურში ვითარება სტაბილურია. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება და ხალხი სახლების დატოვებას არ აპირებს.
საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკივიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია მოქცეული. დივერსანტების ლიკვიდაცია მძევალთა ერთ-ერთი ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად მოხდა. დევნის ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით გაავრცელა. საგანგებო თათბირზე დაიგეგმა სპეცოპერაცია დაღესტნიდან გადმოსული კარგად შეაიარაღებული ოცკაციანი დივერსანტთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი.
შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შედის. შტაბს პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.