საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შეახსენა, რომ არსებობს საღი აზრის მინიმალური სტანდარტი. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოკერიამ ოპოზიციისა და ექსპერტების იმ ნაწილის უპასუხა, რომელთაც განაცხადეს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე განხროციელებული დევნის ოპერაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული და ეს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
"სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, კრიტიკულ ვითარებაში, იქცევა უპასუხისმგებლოდ. აკეთებს აბსოლუტურად უსაფუძვლო, ზოგეჯ, უზნეო განცხადებებს. ამჯერადაც, სამწუხაროა, რომ ეს ტრადიცია არ დაირღვა. მართლაც მოვისმინეთ აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებები ამის თაობაზე. ეს არის სრული აბსურდი. არანაირი კავშირი ამ ვითარებას არჩევნებთან არ გაჩნია. არ განიხილება და არ ხსენებულა საერთოდ, რაიმე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადდება ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის, იმიტომ, რომ არანაირი საფრთხე ქვეყნის მთელ ტერიტორიას არ ემუქრება. ეს არის სერიოზული ინციდენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ცხოვრობს ნორმალურ რიტმში. საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკოსსა და ექსპერტეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მაინც მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ - არსებობს მინიმალური სტანდარტი, საღი აზრის, პატიოსნების. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მოთმინების - ჯერ ხომ უნდა გაიგოთ რა ხდება, სანამ ასეთ ხმამაღალ, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს წამოაყენებთ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების და საბოლოო ჯამში, საკუთარო ქვეყნის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ეს ასე გამოდის", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ საქართველოში არჩენები ჩატარდება თავის დროზე, გამოცხადებული. "ეს იქნება თავისუფალი არჩევნები და ჩატარდება მშვიდ ვითარებაში".