არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზე არსებული არეულობა, არასტაბილურობა, ძალადობა, გადმოვიდეს და რაიმე სახის პრობლემა შუქმნას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციის კომენტირებისას განაცხადა.
"ამ მთებს იქით არის დიდი არეულობა. ამ მთების აქეთ, თუნდაც აქ, ჩვენთან - კახეთში ჩვენ გვაქვს დიდი აღმშნებელობა და დიდი განვითარება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ სულ სხვა სიტუაციაში ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში. ჩვენ, ქართული სახელმწიფო, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზე არსებული არეულობა, არასტაბილურობა, ძალადობა, გადმოვიდეს და რაიმე სახის პრობლემა შუქმნას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან ფუნქციონირებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 90-იან წლებში საქართველოს ჰქონდა შემთხვევა, როცა მეზობელ ქვეყანში იყო დიდი არეულობა და თავისი არეულობის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანა. "შემოიყვანა თავისი შეიარაღებული ძალები აქეთ და ამას მოჰყვა ცნობილი მოვლენები ცხინვალში, აფხაზეთში, პანკისის ხეობაში. ამას მოჰყვა დიდი არეულობა საქართველოში, ამას მოჰყვა უამრავი ადამიანის მსხვერპლი. ადამიანის გატაცებები და კიდევ ბევრი უარყოითი პრობლემა, რომელიც თან ახლდა 90-იან წლებში ჩრდილოეთიდან გადმოყოლი ტალღა საქართველოში".