აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ქობულეთის სოფლების სახალვაშოსა და კონდიდის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სახალვაშოში 3,9 კმ გზის სარემონტო სამუშაოები 17 აგვისტოს დაიწყო, ამ ეტაზე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ბეტონის საყრდენი კედლები. რაც შეეხება კონდიდის გზის რეაბილიტაციას, აქ 2,9 კმ გზის მონაკვეთი უკვე მოპირკეთებულია და მზად არის მოასფალტებისთვის. ორივე სოფლის გზის რეაბილიტაციისთვის 1 მლნ. 80 ათასი ლარია გამოყოფილი.
ლევან ვარშალომიძე ადგილობრივებსაც შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივებს გაესაუბრა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მნიშვნელობასა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, მალე დაიწყება გაზიფიცირება და „სოფლის სახლების" მშენებლობა.
გზების მოწესრიგება ქობულეთის რამდენიმე სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულდა სოფელ დაგვაში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტი. სოფელ დაგვას გზის მოასფალტებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 10 ათასი ლარი გამოიყო.