კვლევების თანახმად საქართველოში თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ ადამიანების ძარცვასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.
„კვლევების თანახმად საქართველოში თაღლითურ "ქოლცენტრებში" დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ ადამიანების ძარცვასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში;
სოცქსელებში ღია წყაროებში განთავსებული ვიდეოებიდანაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთ, ე.წ. "კაპონეს“ ნარკოტიკების გამავრცელებელ ქსელში კურიერებად დასაქმებულია უამრავი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ საქმიანობაში, რომლის შედეგიც ხშირად ადამიანის სიკვდილია; ეს ახალგაზრდები თავად არიან სისტემის მძევლები და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან, რაზეც, სავარაუდოდ, მეტყველებს უგზოუკვლოდ დაკარგულთა გასაიდუმლოებული, უზარმაზარი - 500 კაციანი ბაზა;
ახალგაზრდები მონაწილეობენ ქუჩის დაჯგუფებებში, რომლებიც ძალადობენ სხვებზე და საქმეებს არჩევენ ერთმანეთში. ორივე ტიპის მოქმედება ხშირად მთავრდება სიკვდილით; ხელისუფლება არა მხოლოდ იცილებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში. ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს!“- წერს გივი თარგამაძე.