ქობულეთში სოფელ დაგვაში მარიამობის სადღესასწაულო წირვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე მთავრობის წევრებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაესწრო.
ეკლესიაში ტრადიციულად მარიამობის დღესასწაულს ქართველი და ბერძენი მრევლი ერთად აღნიშნავს. ყოველი წლის აგვისტოს ბოლოს სოფელ დაგვაში ის ბერძენი მოსახლეობა ჩამოდის, რომელთა წინაპრებიც ქობულეთის ამ სოფელში წლების წინათ ცხოვრობდნენ. წელს მშობლიურ სოფელში 30 ბერძენი ოჯახი დაბრუნდა. ლევან ვარშალომიძემ ეკლესიის ეზოში შეკრებილ მრევლს მარიამობა მიულოცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარიამობისადმი მიძღვნილ ტრადიციულ სახალხო ზეიმსაც დაესწრო.