საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება" ერთობლივი პარტნიორობით ახორციელებენ სასწავლო პროგრამას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.
საარჩევნო ადმინისრაციის მოხელეთა სწავლებას ატარებენ სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული ფასილიტატორები და ტრენერები. კურსები ძირითადად სასწავლო დაწესებულებების შენობებში იმართება.
დღევანდელი მდგომარეობით დასრულებულია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსის I ეტაპი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსის მომდევნო ორი ეტაპი 3-დან 9 სექტემბრამდე და 11-დან 27 სექტემბრამდე პერიოდებში განხორციელდება.