ოპოზიციის ნაწილი მერობის ერთიანი კანდიდატების გამოსავლენად პრაიმერს 18 აპრილს ჩაატარებს.
შესაბამის დოკუმენტს პრაიმეტის ინიციატორმა პარტიებმა ხელი მოაწერეს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღესვე პრაიმერის საარჩევნო კოდექსი მიიღეს. დოკუმენტს ხელმოწერით 10-მდე პოლიტიკური პარტია შეუერთდა.
პრაიმერი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
მისი ინიციატორები "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" არიან.