ჩემთვის გასაგებია ბატონი გუნცაძის აგონიური მდგომარეობა, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარის, კოკა გუნცაძის ბრალდებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მას ესმის გუნცაძის მდგომარეობა, რადგანაც მან ტენდერი მოიგო კომისიის დისკრედიტაციისათვის.
"ჩემთვის გასაგებია ბატონი გუნცაძის აგონიური მდგომარეობა. მან ტენდერი მოიგო კომისიის დისკრედიტაციისათვის, რათა ლაფი შეესხა მისი მუშაობისთვის და ეძახა რომ არ ენდობა. გუნცაძე აცხადებს, რომ მას უყვარს ფაქტებით საუბარი, დადოს ეს ფაქტები, ახლა მე ვეუბნები ამას. ნათელია, რომ "ამომრჩეველთა ლიგამ" მასზე დაკისრებული მოვალოება ვერ შეასრულა და როდესაც ვალდებულებას იღებ ვიღაცის წინაშე, უნდა იცოდე რომ ამ ვალდებულებისთვის მოგკითხავენ. როგორ მოგკითხავენ ესეც შენ უნდა იცოდე. თუ დონორი განგსტერული წესებით თამაშობს მაშინ უფრო სასტიკად. თუ არა - უფრო ლოიალურად", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაციტაძემ.
მისი თქმით, "ამომრჩევლთა ლიგა", როდესაც უცხოეთში გასულ მოქალქეებზე საუბრობს ამით საზოგადოება შეცდომაში შეყავს.
"მათ თბილისსა და ზუგდიდში გადაამოწმეს სიები. მთალიანდ აქ ამომრჩეველტა რაოდენობა 30%-ია. აქ მათ ერთგან 41 ათასზე მეტი, ხოლო მეორეგან - 2059. ჯამში 43300 უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე აღრიცხეს. დააკვირდით ამომრჩელთა 30%-ში. ჩვენ კი მთლიანობაში აღვიცხეთ 310 ათასზე მეტი და რას გვედავება? აქედან 110 ათასმა საკუთარი განცხადებით მოგვმართა. ხომ აცხადებს ბატონი გუნცაძე, რომ ჩვენ ცუდად ვიმუშავეთ, სადაა მისი კარგად ნამუშევარი ერთი ფურცელი ქაღალდი, ერთი განცხადება? "ქართული ოცნება" თუ თანამშრომლობს კომისიათან და თუ მათ მიერ წარმოდგენილი კარდაკარით უკვე ჩასწორებულია 18 ათასი მონაცემი და ეს პროცესი გრძელდება, "ამორჩეველთა ლიგამ" რატომ არ წარმოადგინა არაფერი?", - აცხადებს კაციტაძე.
კიმისიის თავმჯდომარის განცხადებით, ლიგა საუბრობს 6 ათას გარდაცვლილზე, კომისია - 26 ათასზე.
"ასე შემიძლია ვთქვა და შევადარო მათი და ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ - ახლა მე მაქვს ფაქტები და მაინტერესებს რატომ არ აღრიცხა "ამომრჩეველთა ლიგამ" თუნდაც იმის ნახევარი რაც ჩვენ?", - განაცხადა კაციტაძემ
საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ფინანსურ საკითხზეც და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე.
"თუ არავითარ პრობელმას არ წარმოადგენს კომისიითვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის საკითხის გამჭირვალეობა, რატომ არაფერს ამბობს ლიგა მის დონორზე და იმაზე, თუ რაში დახარჯა უცნობი პირებისა თუ პირის მიერ მისთვის გამოყოფილი თანხა? ახლა გავიგე რომ რაღაც ახალ კამპანიას იწყებენ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანების დამფინანსებლები ამ მაგარ გაუგებრობაში არიან, ან არ იციან სად წაიღონ ფული", - განაცხადა კაციტაძემ და კიდევ ერთხელ მოუწოდა კოკა გუნცაძეს, რომ "როგორც მას უყვარს ხოლმე ამის თქმა: ფაქტებით ისაუბროს, ფაქტებით!"
შეგანხსენეთ, რომ "სად ცხოვრობ შენ" ახალი კამპანიაა, რომელიც "ამომრჩეველთა ლიგამ" საარჩევნო სიაში დაუდგენელი მისამართის მქონე პირებთან დაკავშირებით დაიწყო. ამის შესახებ "ამომრჩეველთა ლიგის" ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა.
გუნცაძის თქმით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ამორჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გამოქვეყნებული სია 2004 წელთან შედარებით, 1 200 000 ამომრჩეველით არის გაზრდილი.
"შეშფოთებას იწვევს უცხოეთში მყოფთა დაბალი მაჩვენებელი -300 000, რაც თითქმის ოთხჯერ ნაკლებია რეალურ მონაცემებზე. ასევე, დაუდგენელი პირები გაბნეულები არიან სხვადასხვა კატეგორიებში, მათი შემოწმების დეზორიენტაციის მიზნით", - განაცხადა "ამომრჩეველთა ლიგის" ხელმძღვანელმა.
გუნცაძემ აღნიშნა, რომ უცხოეთში წასულების და დაუდგენლების ანალიზი ცხადყოფს, რომ რომ ხელისუფლება საზღვარგარეთ წასულების ნაცვლად, აპირებს აქ მისცეს ხმა თავისი ზონდერ ჯგუფების საშუალებით და "გააგრძელოს მიწერილი ამომრჩევლების გამოყენების 2008 წელს დაწყებული ბინძური პრაქტიკა".
მისივე თქმით, "ამომრჩეველთა ლიგამ" შეადარა მათ მიერ ჩატარებული კარდაკარის მონაცემები სიების დაზუსტების კომისიის მონაცემებს ზუგდიდსა და თბილისში და 107 498-ზე მეტი უზუსტობა აღმოაჩინა.