თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "თელასის" ინფორმაციით, ქვესადგურ "დიდუბეში" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, ხოშარაულის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ქვესადგურ "ავშნიანში" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ამავე პერიოდში გაითიშება ქერჩის ქუჩა (ნაწილობრივ).
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება გლდანის V მიკრორაიონს. ხოლო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს. 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება კრწანისის ქუჩას (ნაწილობრივ).
ქვესადგურ "მახათაში" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 14:00 გაითშება ფეიქრების ქუჩა, ხოლო ქვესადგურში "დიდი ნავთლუღი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე მოსკოვის გამზირი (ნაწილობრივ), ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩები.
10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნაფარეულის, ბარნოვის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00-დან 14:00 საათამდე კი - დაბა წყნეთის მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.