შეწყალების სახელმწიფო კომისიამ დღეს დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ სხდომისდასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიამ სულ 206 პატიმრის საქმე განიხილა და ნახევარზე მეტმა სასჯელის სრულად მოხსნის რეკომენდაცია მიიღო.
თევდორაძის თქმით, დადებითი რეკომენდაცია 14 ქალზე და ერთ არასრულწლოვანზე გაიცა.
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ 15 შემთხვევაში კომისიამ პატიმრებს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა.
შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.