სირიის სამთავრობო ძალები დამასკოს რამდენიმე რაიონს არტილერიით ბომბავენ. ამ ინფორმაციას სირიის ოპოზიციაზე დაყრდნობით ბი-ბი-სი ავრცელებს.
ოპოზიციის განცხადებით, ჯარი ტანკების მხარდაჭერით დამასკოს გარეუბნების შტურმს ახორცელებს.
სირიის ოპოზიცია იუწყება, რომ სამთავრობო ძალები ქალაქ დერაში სახლებში აწყობენ რეიდებს. გრძელდება ალეპოსა და ხომსის დაბომბვაც.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო. ამ პერიოდში გაეროს მონაცემებით დაღუპულია 18 ათასი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები