დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევს შეხვდება. აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივაზე იქნება. მათივე ინფორმაციით, განიხილება ასევე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი.
"ძირითადი ყურადღება მაინც დაეთმობა ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მე-9 რაუნდის დასრულების შემდეგ რეგიონი არსებულ მდგომარეობას. აღინიშნება, რომ აღნინულ კონულტაციებზე გაჩენილმა სერიოზულმა უთანხმოებებმა საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორი ძალის გამოუყებლობის დოკუმენტის ფორმირებას შეუშალეს ხელი",_ იუწყება რუსული მედია.