კოალიცია „ქართული ოცნების" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აფრიკაში, ქიზიყის ქუჩაზე, დევნილებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილებს „ქართული ოცნების" ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და მათი მოგვარების მისეული გეგმის შესახებ ესაუბრა.
„სამწუხაროა, რომ მთავრობას და ნაციონალურ მოძრაობას დევნილები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ" - განაცხადა აბაშიძემ და დევნილებს მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში სრული დახმარება აღუთქვა.
დასასრულს შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გადავიდა და მაჟორიტარობის კანდიდატმა დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.