"ქრისტიან - დემოკრატების" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამ ნაძალადევის რაიონში მშობლიურ გვაზაურის უბანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა . სამუშია მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათ "ქრისტიან- დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა. სამუშიას თქმით, ნაძალადევის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემას სწორედ კომუნალური გადასახადები და დენზე მიერთებული დასუფთავების გადასახადი წამროადგენს. კანდიდატის თქმით, "ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მოსახლეობისთვის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
შეხვედრის შემდეგ ადგილობრივებმა კანდიდატი ერთერთი მოსახლის ოჯახში შეიპატიჟეს, გაუმასპინძლდნენ და მას არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.
"დღეს მე ვიმყოფები უბანში სადაც გავზირდე სადაც ხალხს ისეთივე პრობლემები აქვთ როგორც მთლიანად ნაძალადევის მოსახლეობას, უმთავრეს პრობლემას კვლავ მაღალი კომუნალური გადასახადები წარმოადგენს. ჩვენი, "ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ვაძლევთ პირობას, რომ ქვეყანაში დაწესდება სამართლიანი ტარიფები და მოსახლეობის სოციალური ყოფა გაუმჯობესდება"- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.