კანადა უკრაინას ქვეყნის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოსა და შს მინისტრის იური ლუცენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბერდმა გააკეთაა.
მისი თქმით, 2012 წლის 17 აგვისტოს სასამართლოს დადგენილება, ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ, ადასტურებს უკრაინის ოპოზიციის პოლიტიკურ ნიადაგზე დევნას.
ბრედი მიიჩნევს, რომ ასეთი ტენდენცია საეჭვოს ხდის უკრაინაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს კიევის რააიონულმა სასამართლომ ლუცენკოს ვიქტორ იუშენკოს მოწამვლის საქმის გამოძიებაში გულგრილობის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის ექს-პრემიერის კი შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები