„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგდა ანიკაშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
მაგდა ანიკაშვილმა მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, უსამართლოდ გაზრდილი მაღალი ტარიფები, უმუშევრობა და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა არის მთავარი პრობლემები და სამწუხაროდ, ხელისუფლება ხალხის სამსახურში მხოლოდ მაშინ არის, როდესაც არჩევნები მოდის.
„სამგორის რაიონში არის ყველა ის პრობლემა, რაზეც „ქრისტიან -დემოკრატები" ოთხი წელია ვმუშაობთ. მოსახლეობის უმეტესობა დაუსაქმებელია მიუხედავად შესაბამისი განათლებისა და გამოცდილებისა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემა კვლავ უმაღლესი სასწავლებლის მაღალი გადასახადია, პენსიონერებისთვის კი ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა. ყველაზე მთავარი კი უსამრთლოდ გაზრდილი ტარიფებია, რადგან თითოეული ოჯახის ბიუჯეტიდან ნახევარზე მეტი თანხა კომუნალურ გადასახადებში მიდის. ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული სქემა, როგორ უნდა მოხდეს ყველა ამ პრობლემის აღმოფხვრა და ყოფითი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა