"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კრწანისის მოსახლეობას ლესელიძის ძეგლთან, სკვერში შეხვდა.
"ლესელიძის, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, დიუმას და სხვა აქ მდებარე ქუჩების მოსახლეობას აწუხებს პრობლემები, რომელიც ავარიულ სახლებთან, მოუწესრიგებელ შიდა გზებთან, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემებთან და ძვირ ტარიფებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მე ვაცხადებ მზადყოფნას საზოგადოების მხარდაჭეერის პირობებში მოვაგვარო ყველა ეს პრობლემები რომ კრწანისელებმა ცხოვრება მათთვის სასურველ და უკეთეს გარემოში განაგრძონ", - განაცხადა გაბუნიამ
ზაზა გაბუნია კრწანისში შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს.