მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების პირველ პირებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო პრაიმერის ჩატარების, ოპოზიციური ერთიანობის მიღწევის საკითხებს, წინასაარჩევნო პერიოდში მოძრაობის წევრებზე და აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და სხვა დარღვევებს, აგრეთვე საქართველოს გამთლიანების გეგმას და საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს.