კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსთავში გამართულ აქციაზე მასწავლებლებს მოუწოდა შეასრულოთ მათი მთავარი მოვალეობა.
"მასწავლებლებო, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას, ნუ მისცემთ უფლებას თქვენზე იბატონოს! მასწავლებლებო, გათავისუფლდით! დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის!", - განაცხადა ივანიშვილმა და მიმართა ყველას ვისაც თავის სამსახურში ჩათრევას უპირებს ხელისუფლება, არ მიიღონ არჩევნების გაყალბებაში არანაირი მონაწილეობა, რადგან ეს დანაშაულია.
მასალის გამოყენების პირობები