ბოლო 72 საათის განმავლობაში პროისრაელურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ირანი ვაშინგტონში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს, -
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ეს „სისულელეა“.
"ბოლო 72 საათის განმავლობაში პროისრაელურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ირანი ვაშინგტონში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს და კაშხლების ქვეშ სარაკეტო ბაზებს აშენებს. ეს სრული სისულელეა.
ნუ გვახვევთ თავს ერაყის ომის სტილის პროპაგანდას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს აშკარად ისრაელის კვალი ატყვია. ამას არავინ იჯერებს", - წერს არაღჩი.
ცნობისათვის, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის დაზვერვამ ახალი ცნობები მოიპოვა იმის შესახებ, რომ ირანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე თავდასხმის გეგმებს ამუშავებს. შესაძლო თავდასხმისთვის თეირანი ე.წ. ბინძური ბომბის ან ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს.