რუსეთის თავდასხმების შედეგად დნიპროში სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 წლის მოზარდი, დაზიანდა ავსტრიის საკონსულოს შენობაც.
17 ნოემბრის საღამოს რუსეთის იერიშებს დნიპროს ცენტრალურ და ჩეჩელივსკის რაიონებში ნგრევა და დაზიანებები მოჰყვა.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაშავებულები არიან 52 წლის კაცი, 49 წლის ქალი და 15 წლის მოზარდი. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა ავსტრიის საპატიო საკონსულოს შენობაც. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა.
მერის ინფორმაციით, ცხრა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 400-ზე მეტი ფანჯარა ჩაიმსხვრა. ასევე დაზიანდა ავტოფარეხები, გიმნაზია და დაახლოებით 25 კერძო სახლი.