ჩვენ გპირდებით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გადახედვას ყველა უკანონო პატიმრისა და პრობაციონერის საქმე, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსთავში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" არ აპირებს პატიმრებთან ანგარიშსწორებას.
"ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხონ ადაპტაცია და სრულფასოვან ადამიანებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას. ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი! ჩვენ გპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება იქნება, ჩვენ ვიქნებით ყველას ქომაგი, ყველა ადამიანის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება", - განაცხადა ივანიშვილმა.