"ქრისტიან-დემოკრატებმა" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ახვლედიანი წარადგინეს.
როგორც ქდმ-ის ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, "ქრისტიან-დემოკრატებს" დიდი ხანი ფიქრობდნენ იმაზე, თუ ვინ დაესახელებინათ ქუთაისის მაჟროიტარ კანდიდატათ, "რადგან ახვლედიანი არის ის პიროვნება, რომელიც დასჭირდებოდათ ყველგან, მათ შორის თბილისში", თუმცა თარგამაძემ აღნიშნა, რომ როცა წინა წლების მაგალითი გაიხსენა, როდესაც ქრისტიან-დემორკატებს ყველაზე დიდი მხარდაჭერა იმერეთში ქონდათ პარტიამ თავს უფლება ვერ მისცა, ქუთაისში ღირსეული პიროვნება არ დაესახელებინა.
როგორც ქდმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, თუ ვინემს შეიძლება ქუთაისელებმა ანდონ მაჯორიტარობის მანდატი არის გიორგი ახვლედიანი
„ქუთაისელების უმეტესობისთვის ვფიქრობ ძალიანი დიდი პატივი იქნება თუ კი საქართველოს პარლამენტში ეყოლებათ ისეთი პასუხისმგებლობით გამსჭვალული ადამიანი როგორიც გიორგი ახველდიანია რომელიც ყველა ქუთაისელის ოჯახისთვის ისეთივე გულწრფელად, ისეთივე პატრიოტული შემართებით და რაც მთავარია მაღალი კვალიფიციურობით იბრძოლებს მომავალ პარლამენტში როგორც იბრძოდა დღემდე" განაცხადა გიროგი თარგამაძემ.
"ემოციებს ვერ გადმოვცემ ისე ვღელავ, რადგან დღეს ფუნდამეტი ეყრება იმ დიდ გამარჯვებას, რასაც ქდმ-ის გამარჯვება ჰქვია. ეს არის ქალაქი, სადაც ყველაზე ზუსტად იციან პოლიტიკოსის ფასი პარლამენტში და გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული ქუთაისელის ღირსეული მომავლისთვის ვიბრძოლებ", - მიმართა ახვლედიანმა მოსახლეობას.
მაჟორიტარად ახვლედიანის დასახელების შემდეგ, ქდმ-ის ლიდერები ტრიბუნიდან ჩავიდნენ და მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინეს.