"ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია თავის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
"ბრძოლა ბოლომდე, ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ჟურნალისტმა დაკავებისას.
შეგახსენებთ, მანამდე ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. ჟურნალისტი თავის საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.